ბათუმში 92 წლის კაცმა, რომელსაც ერთი ფილტვი აქვს, კოვიდ - 19 დაამარცხა

Batumi Daily

შუახევის სოფელ ფურტიოს მკვიდრმა 92 წლის აკაკი მჟავანაძემ, რომელსაც ერთი ფილტვი აქვს, კოვიდ- 19 დაამარცხა. აკაკი მჟავანაძე კლინიკა "ბაუში" პნევმონიისა და ესენციური ჰიპერტენზიის დიაგნოზით შეიყვანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში. აკაკი მჟავანაძემ კლინიკა 11 დეკემბერს დატოვა. როგორც აკაკი მჟავანაძის შვილი, ბიჭიკო მჟავანაძე ამბობს, 92 წლის მამას ერთი ფილტვი ჯარში ყოფნის პერიოდში, ახალგაზრდობისას დაუზიანდა. „ცალი ფილტვი ჰქონდა და ასე ცხოვრობდა, დაამარცხა ვირუსიც. მადლობა ღმერთს და ექიმებს, რომლებიც ჯარისკაცებივით ბრძოლის ველზე იყვნენ, თავზე ადგნენ და გამომიჯანმრთელეს" - განაცხადა ბიჭიკო მჟავანაძემ. აკაკი მჟავანაძე ამ დროისთვის სოფელშია და თავს მხნედ გრძნობს. მისი ოჯახის წევრებიდან თითქმის ყველამ გადაიტანა ვირუსი, მხოლოდ ის მკურნალობდა კლინიკაში. შეგახსენებთ, რომ დღეს აჭარაში კორონავირუსის 219 შემთხვევა გამოვლინდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში