ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის პრეზიდენტსა და რუსეთის ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას შეუდგა.
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ პსაკის, ინფორმაციით, ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა რუსი აქტივისტების, კერძოდ პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოის პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მიმართ მოპყრობის გამო.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს“, რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის წინაშე.
კრემლმა დაადასტურა ჯო ბაიდენსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზემოხსენებული პრობლემური საკითხების განხილვის გარდა, მხარეებმა გამოხატეს "კამყოფილება" სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შეთანხმების ვადების გაგრძელებაზე შესაბამისი ნოტების გაცვლის გამო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31070407.html
#ახალი_ამბები
#twitter