საქართველომ მლნ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით საფრანგეთს გადაუსწრო

Tbilisi Daily

საქართველო 1 მილიონ მოსახლეზე ინფიცირებით მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის მე-19 ადგილზეა და გადაუსწრო საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ავსტრიას, იტალიას, ბრაზილიას, შვედეთს. რაც შეეხება სიკვდილიანობას, მილიონ მოსახლეზე მაჩვენებელით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილს იკავებს და ოფიციალურად უსწრებს გერმანიას, საბერძნეთს, ისრაელს, ირანს, უკრაინას, რუსეთს, თურქეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. 30 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 135 584 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 113 986 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 267 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში COVID 19-ის 21 063 აქტიური შემთხვევაა.