დაღესტანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

Tbilisi Daily

დაღესტანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ გეჯუხიდან 7 კილომეტრში და ქალაქ დერბენტიდან 12 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე აღინიშნა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.