კორუფციული სქემაა ბანკების სასარგებლოდ-გოცირიძე სავალუტო ჯიხურების არ ამუშავებაზე

Pirveliradio Ge

ეს არის კორუფცია, ზოგიერთი ბანკების სასარგებლოდ აკეთებს ამას მთავრობა, რომ მილიონები წაართვას, საქართველოში 1 000-მდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი მუშაობს-ასე აფასებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე, ქვეყანაში სავალუტო ჯიხურების არ ამუშავებას. მისი თქმით, მთავრობა კორუფციაშია ჩაფლული ბანკების სასარგებლოდ. „ყველაზე დაცული სამუშაო ადგილი შეჩერებულია, 4 000 ადამიანი დატოვებულია უმუშევრად. ვიღაცის ინტერესებშია ეს. ეს არის კორუფცია, ზოგიერთი ბანკების სასარგებლოდ აკეთებს ამას მთავრობა, რომ მილიონები წაართვას, საქართველოში 1 000-მდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი მუშაობს. გარდა ამისა, გაძარცვოს რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ცუდი კურსით ახურდავებენ ფულს კომერციულ ბანკებში. ეს პირდაპირი კორუფციული სქემა“, - აცხადებს გოცირიძე. http://pirveliradio.ge/?newsid=144620