Კორონავირუსზე ტრამპის ტესტი კვლავ უარყოფითია

Tbilisi Daily

აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის, შონ კონლის განცხადებით , ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. „რაც შეეხებე პრეზიდენტის კორონავირუსზე ბოლო ტესტებს, შემიძლია შეგატყობინოთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მისი ტესტების პასუხი უარყოფითი იყო“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის განცხადებაში.