კლინიკა "იავნანა": გორში ინტოქსიკაციის კერა აღარ არსებობს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გორში ეპიდემილოგიური კერა აღარ არსებობს. ამის შესახებ კლინიკა "იავნანას" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ აღებული ლაბორატორიული კვლევების შედეგების გაცნობის შემდეგ განაცხადა. "კვლევის შედეგების თანახმად, ეს გახლდათ ნოროვირუსი - ნაწლავური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და 2-3 დღეს გრძელდება", - აღნიშნა მან. ინტოქსიკაციის სიმპტომებით, 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, გორში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ "იავნანას" 1-დან 16 წლამდე ასაკის 130-მდე მოზარდმა მიმართა. კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ნაწილს სტაციონარული მკურნალობა უტარდებოდა, ნაწილს კი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია მომსახურება. ამ ეტაპზე ყველა პაციენტი გაწერილია. ინტოქსიკაციის ნიშნების გამო სკოლებში არ მივიდა 170-მდე მოსწავლე. https://www.radiotavisupleba.ge/a/30882023.html #ახალი_ამბები #twitter #რეგიონები_