გორში გველი მეოთხე სართულზე, საწოლში ნახეს

Gori Daily

გორის ნარკოლოგიური შენობის მეოთხე სართულზე გველი ნახეს. ბინაში მცხოვრებთა განცხადებით, ქვეწარმავალი ბავშვის საწოლში იყო. ადგილზე გამოიძახეს სამაშველო სამსახური, თუმცა გველი ვერ იპოვეს. ოჯახის წევრებს ურჩიეს, რომ კარი ღია დაეტოვებინათ და ქვეწარმავალი ბინას თავისი დატოვებდა. წინასწარი ინფორმაციით, ქვეწარმავლების მომრავლება ნარკოლოგიურ შენობაში არსებულ მძიმე ანტისანიტარიულ მდგომარეობას უკავშირდება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #საინტერესო #სიახლე #goridaily #ახალიამბები