მთიანი ყარაბაღის რეგიონთან დაკავშირებული სიახლეები ა.წ. 9 ოქტომბრის დასაწყისისთვის

Interworld

- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევის შემდეგ, სომხურმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა დაადასტურეს, რომ მათი საგარეო საქმეთა მინისტრები ა.წ. 9 ოქტომბერს დედაქალაქ მოსკოვში გასამართ საკონსულტაციო შეხვედრებს დაესწრებიან. მათ შორის მედიატორის ფუნქციას ადგილობრივი საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი შეასრულებს. - პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან რიგი სატელეფონო საუბრები გამართა და მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე შეტაკებების შეწყვეტის შესაძლებლობა განიხილა. - მანამდე, ა.წ. 8 ოქტომბერს, აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟენევაში, ზემოხსენებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს. მხარეთა შორის შეხვედრას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვიც დაესწრო, მაგრამ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. - ა.წ. 8 ოქტომბრის დასაწყისში, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული ისტორიული ტაძრის დაბომბვაში დაადანაშაულა. ადგილობრივების თქმით, საკათედრო ტაძარი რამდენიმე საათის ინტერვალში ორჯერ აღმოჩნდა ცეცხლის ქვეშ. - ოფიციალურმა ბაქომ უარყო საკათედრო ტაძარზე განხორციელებული იერიში და განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალების სამიზნეს ისტორიული, კულტურული და განსაკუთრებით რელიგიური ძეგლები არ წარმოადგენს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #interworld