ლიბიაში ნავის ამოტრიალებას 74 მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა

Tbilisi Daily

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტთა ნავი ამოტრიალდა. ნავის ამოტრიალებას სულ მცირე 74 მიგრანტის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თანამშრომლები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნავში 120 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ქალები და ბავშვები. სანაპირო დაცვამ და მეთევზეებმა 47 გადარჩენილი ნაპირზე გამოიყვანეს. მათივე თქმით, წყლიდან ამოყვანილია 31 ცხედარი. ამჟამად კი სხვა მსხვერპლის ძებნა გრძელდება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, წელს ხმელთაშუა ზღვაში სულ მცირე 900 მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც ცდილობდნენ ევროპული სანაპიროების მიღწევას.