COVID 19-ით ინფიცირებული 265 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატს საჭიროებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
COVID 19-ით ინფიცირებული 261 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, მათგან თბილისში - 167, აჭარაში - 10, იმერეთში - 34. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
ამ ეტაპზე COVID 19-ით სულ ინფიცირებულია 11 095 პაციენტი. მათგან 3 894 -მკურნალობს სტაციონარში., ხოლო 746 ადამიანი იმყოფება კოვიდ-სასტუმროებში, მათ შორის: 220 - თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში. საკუთარ სახლში მკურნალობს 6 455 ინფიცირებული.
ამ ეტაპისთვის საკარანტინო სივრცეებში განთავსებულია 452 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 197, აჭარაში - 44, ხოლო იმერეთში - 8.
6 ოქტომბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 432 . ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება სულ 23 097 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 425 პირი, აჭარაში - 1 942, იმერეთში - 2 552.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31040261.html
#ახალი_ამბები
#twitter