“ლელო” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

„ლელო“ მედიატორებისმიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს - ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს. დასრულდა ,,ლელოს' პოლიტსაბჭოს სხდომა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხელს მოვაწერთ ევროკავშირის და ელჩების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს.გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად! - წერს კუპრაძე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინწარუდგინა. მას ხელი უკვე მოაწერა ''გირჩმა''.