საქართველოში COVID-19-ით დაავადებული კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 178-მდე გაიზარდა.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აპრილში დაფიქსირდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა კორონავირუსის შემთხვევებთან ერთად, მკვეთრად მოიმატა სექტემბრის შუა რიცხვებიდან.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30906440.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)