"ჩემი ცხოვრება თქვენს სამსჯავროზე გამომაქვს, მინდოდა მომეყოლა ჩემი ნამდვილი ამბავი" - მაია ასათიანმა

Tbilisi Daily

"უზარ­მა­ზარ სივ­რცე­ში ყვი­თე­ლი შუქი იდგა, ყვე­ლა­ფე­რი ციმ­ცი­მებ­და. ციმ­ციმს გა­ნა­თე­ბის მძლავრ ნა­კად­ში არეკ­ლი­ლი მტვრის ნა­წი­ლა­კე­ბი იწ­ვევ­და. მე­ქა­ნი­კუ­რად ზე­ვით ავი­ხე­დე, ჭერი არ ჩან­და. ყველ­გან სხვა­დას­ხვა გა­ნა­თე­ბის აპა­რა­ტი ეკი­და. ყვე­ლა­ფე­რი ბრჭყვი­ა­ლებ­და. ორ­წლი­ა­ნი სიბ­ნე­ლი­დან მო­სულ ბავ­შვზე ამ­დე­ნი სი­ნათ­ლე ჯა­დოს­ნურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და", - ეს პა­ტა­რა ამო­ნა­რი­დია მაია ასა­თი­ა­ნის წიგ­ნი­დან "სი­ცო­ცხლე ოც­და­ხუთ­ჯერ წამ­ში". ჟურ­ნა­ლის­ტმა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი და­წე­რა. ამ­ბობს, რომ სურ­ვი­ლი ჰქონ­და, მისი ნამ­დვი­ლი ამ­ბა­ვი მო­ე­ყო­ლა. "სიყ­ვა­რუ­ლი, ვნე­ბა, ბავ­შვო­ბა, გა­ჭირ­ვე­ბა", - ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა წიგნ­ში, ეს მაია ასა­თი­ა­ნის წიგ­ნის ახა­ლი ანონ­სია, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­ვის გულ­შე­მატ­კივ­რებს "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­უ­ზი­ა­რა. "არ ვიცი, ასეთ დროს რას ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, წე­სით უნდა ვთქვა, რომ ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, რად­გან ჩემი ცხოვ­რე­ბა თქვენს სამ­სჯავ­რო­ზე გა­მო­მაქვს, მაგ­რამ ასე არ არის, მე მინ­დო­და მო­მე­ყო­ლა ჩემი ნამ­დვი­ლი ამ­ბა­ვი. მინ­და, რომ თუ და­გა­ინ­ტე­რე­სებთ, წა­ი­კი­თხოთ, იმი­ტომ რომ ეს მარ­თლა ჩე­მია და ნამ­დვი­ლია. თუ ვინ­მეს ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ეხ­მა­რე­ბა და თუნ­დაც კრი­ზი­სულ დროს გა­ახ­სენ­დე­ბა ჩემი ქარ­ტე­ხი­ლე­ბი, ძა­ლი­ან მა­გა­რი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ არ ვნერ­ვი­უ­ლობ, უბ­რა­ლოდ მინ­და, რომ თქვენ­თან, თქვენს გუ­ლებ­თან მო­ვი­დე ახ­ლოს, ეს მა­გა­რი შეგ­რძნე­ბაა. რაც მთა­ვა­რია, ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტის და­წე­რი­ლი წიგ­ნია, მე არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ მაქვს მწერ­ლო­ბა­ზე, სწრა­ფად იკი­თხე­ბა, დი­ნა­მი­უ­რად. ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ამ­ბა­ვია, სიყ­ვა­რუ­ლიც არის, ვნე­ბაც, გა­ჭირ­ვე­ბის ამ­ბა­ვიც, მძი­მე ბავ­შვო­ბის და აქე­დან თა­ვის დაღ­წე­ვის ამ­ბა­ვი. სწრა­ფად წა­ი­კი­თხავთ და, რაც მთა­ვა­რია, არ მოგ­ბეზ­რდე­ბათ. და­ი­წყებთ და ერთი სუ­ლის მოთ­ქმით და­ამ­თავ­რებთ. ველი თქვენს შე­ფა­სე­ბებს, წინ კი­დევ ერთი თვეა. გა­და­ი­ა­როს ამ ქარ­ტე­ხი­ლებ­მა და წიგ­ნიც გა­მო­ვა", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში. 2017 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჟურ­ნა­ლის­ტის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. მისი ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი ნუცა მახ­ვი­ლა­ძე, რო­მე­ლიც სას­წავ­ლებ­ლად საფ­რან­გეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. მას შემ­დეგ მაია ასა­თი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, რო­გორც თა­ვად ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი "ცო­ცხლად დარ­ჩე­ნას არ პა­ტი­ობ­და". ჟურ­ნა­ლის­ტი ხში­რად სა­უბ­რობს სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე, თუმ­ცა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის თავს არი­დებ­და. თუმ­ცა ამ­ჯე­რად, რო­გორც გულ­შე­მატ­კივ­რებს უთხრა, წიგნ­ში ყვე­ლა­ფერ­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რებს.