პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრები 3000-3000 ლარით დააჯარიმეს
Tbilisi Daily
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გამართვის გამო, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრები და აქციის მომაწილეენი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს.
სამართალდამცველების განცხადებით, მათ ადმინისტრაციული სახდელი იმის გამო დაეკისრათ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მერვე მუხლი დაარღვიეს. მათივე თქმით, აქციის მონაწილეებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.
ჯაფარიძე და აქციის სხვა მონაწილეები იპოდრომზე შეიკრიბნენ და "სამკურნალო აქციას" მართავენ. ისინი საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგძლივებას აპროტესტებდნენ.
#აქცია
#ჯარიმა
#გირჩი
#კორონავირუსი
#tbilisidaily