ბრაზილიელი ხელოვანი რეალისტურ პირბადეებს ქმნის, რათა ადამიანებმა პანდემიისასაც შეძლონ სახის გამოჩენა
Tbilisi Daily
65 ბრაზილიელი ხელოვანი, ხორხე რორიზი წლების განმავლობაში, რიო დე ჟანეიროს კარნავალისთვის ფერად კოსტუმებს ქმნიდა, თუმცა, მსოფლიო პანდემიისას, საკუთარ ნიჭს პირბადეებზე რეალისტური ნახატების შესრულებას ახმარს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ხელოვანი იმ ადამიანებისთვის ქმნის პირბადეებს, რომელთაც, უსაფრთხოების დაცვასთან და პირბადის ტარებასთან ერთად, სახის გამოჩენაც სურთ.
„ამ ნიღბებს ვიყენებ იმისთვის, რომ არ დავკარგოთ იდენტობა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები საკუთარ თავს გაუფრთხილდნენ, კარგია, რომ ისინი ატარებენ პირბადეებს. პოზიტიური რეაქცია მაქვს, როცა ხალხი ამაზე იცინის“ - ამბობს ხელოვანი.