ამერიკაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი მილიონ 350 ათასს აჭარბებს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143128 შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ამერიკაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი მილიონ 350 ათასს აჭარბებს. ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიშია. დღის განმავლობაში კოვიდ 19-ის შედეგად აქ 347 ადამიანი დაიღუპა. ნიუ-იორკის გუბერნატორის განცხადებით, მიმდინარეობს შტატის ყველა რეგიონში არსებული ვითარებას შესწავლა, რათა დადგინდეს რა ნაწილების გახსნა იქნება შესაძლებელი 15 მაისს, როდესაც ნიუ-iორკის დახურვის ვადა ამოიწურება.