სადაზღვევო ფირმები უარს ამბობენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე გემების დაზღვევაზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გემთმფლობელების ურთიერთდაზღვევის კლუბების საერთაშორისო ჯგუფი უარს ამბობს დააზღვიოს გემები, რომლებიც მონაწილეობენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობაში.
„თითოეული კლუბის წევრებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არ უნდა მოხდეს დაზღვევის დაფარვა გემებისა, რომლებიც უკანონო -, ან ისეთ საქმიანობაში არიან ჩართული, რომელიც სანქციების დარღვევის საფრთხეს უქმნის კლუბს“, წერია გემთმფლობელების კლუბის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამ დოკუმენტის ავტორები თავიანთ პოზიციას უკავშირებენ დამზღვევებისთვის უშუალო სანქციების საფრთხეს აშშ-ის კანონების მიხედვით. ეს კანონებია: „ამერიკის მოწინააღმდეგეების მიმართ სანქციებით მოქმედება“ და „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის შესახებ“.
2020 წლის ივნისში შეიტანეს აშშ-ის სენატორებმა კონგრესში ახალი კანონპროექტი, რომელის ითვალისწინებდა სანქციებს იმ ფირმებისთვის, რომლებიც დაზღვევის სამსახურს შესთავაზებდნენ გემებს, ჩაბმულს „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობაში.
აშშ რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალი გაზსადენის პროექტის წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ ეს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და რუსეთზე დამოკიდებულს ხდის.
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ გერმანიაშიც დაიწყეს „ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ისთვის“ სანქციების დაწესების თემის განხილვა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30853832.html
#ახალი_ამბები
#twitter