აჭარაში შეზღუდვები მომავალი კვირიდან მოიხსნება?

Tbilisi Daily

შემდეგი კვირიდან აჭარაში შეზღუდვების მოხსნა განიხილება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. "ოპერატიული შტაბის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ეპიდ ვითარებას განვიხილავთ. შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემია აჭარის რეგიონში სტაბილურად იმართება და ამას მეტყველებს დაინფიცირების ახალი შემთხვევები, სადაც გვაქვს თანმიმდევრული კლება და ამის პარალელურად მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და დღეს ეს რიცხვი 250 შეადგენს. ჯამში აჭარაში 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს. პარალელურად მიზნობრივი ტესტირება გრძელდება, ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში 2000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ დავბრუნდით ტესტის აღების და პასუხის მიღების 24 საათიან რეჟიმს. შემდეგ უკვე, მოქალაქეების ბინაზე მართვის პროტოკოლი და ასევე, სტაციონატში და კოვიდ სასტუმროებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება. საყურადღებო რისკ-ჯგუფები რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში და გენიატრიაში იყო გამოვლენილი, მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ და თავშესაფარს დაუბრუნდნენ. ჩვენს მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა, რაც მობილობის შემცირებას ითვალისწინებდა ქალაქ ბათუმში უკვე შესაბამისი შედეგები გამოიღო და სწორედ, ის სტაბილიზაცია, რომელიც ეპიდ მართვის გვაქვს განპირობებულია ამ მობილობის მაქსიმალური შემცირებით... იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემია დასტაბილურად, ზოგადად ყოველდღიურ რეჟიმში ვახერხებთ, რომ 100-ზე მეტი თავისუფალი საწოლფონდი გვქონდეს. ეს საშუალებას გვაძლევს, მთავრობაში ამ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა არსებობს, და დეტალური გეგმით შემდეგ კვირაში წარვსდგებით. პირველი რაც იქნება, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს საკითხი დღისწესრიგში დგას. პარალელურად უამრავი მშობელი ელოდება სკოლების და ბაღების განახლება, ეს ყველაფერი კონკრეტული თარიღებით იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.