„ნამახვანჰესის“ პროექტის მედიაციაში ევროკავშირი ჩაერთო

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება. ეკონომიკისა და სოფლის-მეურნეობის მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული ვითარება გააცნეს.