შვედეთში უმუშევრობის დონე მაინც გაიზარდა
Headline
აპრილში, შვედეთში უმუშევრობის დონე 6,7%-დან 7,9%-მდე გაიზარდა იმის მიუხედავად, რომ ამ სახელმწიფომ კორონავირუსული პანდემიის პროცესში საგანგებო ზომების მიღებაზე უარი თქვა და ცხოვრება ჩვეულ რიტმში გააგრძელა.
ადგილობრივი ხელისუფლება უმუშევრობის მაღალი პროცენტულობის პირობებში განაგრძობს შრომითი სისტემის რეფორმირების განხილვას, რომლის მიხედვით, დამსაქმებლები გამარტივებულ პირობებში და მცირე ხარჯებით შეძლებენ დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლებას. შეთავაზებულმა ცვლილებებმა უკმაყოფილება გამოიწვია შვედურ პროფკავშირებსა ოპოზიციურ სპექტრში.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Sweden
#coronavirus
#lockdown
#employment
#headline