"ავერსის” რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ავერსის კლინიკის რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბეგაშვილის თქმით, აქედან 7 რუსთავის მკვიდრია. 2 სექტემბერს ჩაქვში სასტუმრო ოაზისში კონფერენციაში მონაწილე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის რუსთავის ავერსის კლინიკაში მუშაობს. სასტუმროში 400 ექიმი კონფერენციას ესწრებოდა. ახლა ისინი საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში ნაწილდებიან. "ფორმულა"