ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვის ჯანმრთელოიბის მდგომარეობა სტაბილურია
Pirveliradio Ge
თამარის დასახლებაში, ავარიის შედეგად დაშავებული მცირეწლოვნის ჯანმრთლეობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ეს ინფორმაცია მაუწყებელს დაშავებულის დედამ მიაწოდა. მისი თქმით, ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს, თუმცა როდის ჩაუტარდება ოპერაცია ჯერ გადაწყვეტილი არ არის. სამი წლის ბავშვი თბილისში გუშინ გვიან ღამით რეანომობილით გადაიყვანეს.
მკურნალობის კურსს ახლა კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში“ გადის. მანამდე დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრში მოათავსეს, სადაც მისვლა რამდენიმე საათი დააგვიანა კატასტროფის ბრიგადამ, რომელსაც თან არ ახლდა რეანიმატოლოგი.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მცირეწლოვანი იმყოფებოდა რეანიმატოლოგისა და ტრავმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება ინფორმაციას, იმის შესახებ რომ კლინიკას ექიმი არ ჰყავდა, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან, კატასტროფის ბრიგადას, მათი ვალდებულების მიუხედავად, კლინიკის რეანიმატოლოგი გააყოლეს დედაქალაქში.
გუშინ, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი დაშავდა. მცირეწლოვნის ოჯახის წევრების თქმით, ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები აქვს.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში დაშავებული მცირეწლოვანის მშობლებს უთხრეს, რომ შესაბამის ოპერაციას ბათუმში ვერ გაუკეთებენ და საჭირო იყო არასრულწლოვნის თბილისში გადაყვანა.