შვილზე მოძალადე დედა დაკავებულია

Tbilisi Daily

დედა, რომელიც 9 წლის გოგოს ფიზიკურად გაუსწორდა, დაკავებულია. ქალს, რომელმაც ოჯახში მცირეწლოვან შვილზე იძალადა, კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. ხელვაჩაურში მომხდარი შემთხვევა გუშინ გახმაურდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.