21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=141869 დღეიდან 24 აპრილამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი თქმით, 21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა,ზოგან ძლიერი, 22 აპრილიდან მაღალმთაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.