ორი დღე „ოცნების“ რჩეულების წარდგენამდე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
მმართველი პარტიის სახელით ბათუმში არჩევნების მოგებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რესან კონცელიძე შეეცდება. მან მთავარს ინფორმაცია დაუდასტურა.
რესან კონცელიძისგან განსხვავებით, კანდიდატობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ანზორ ბოლქვაძე, რომელიც 3 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ქობულეთის სამაჟორიტარო ოლქში კი მმართველი პარტიის სახელით აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე წარდგება.