თბილისში კვლავ 2 ათასს მიუახლოვდა ინფიცირების მაჩვენებელი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისში გამოვლენილი პიკური მაჩვენებლის (5 068) ფონზე კვლავ 2 ათასს მიუახლოვდა თბილისში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა. ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: თბილისი - 1 959; აჭარაში - 483; იმერეთში - 980; ქვემო ქართლში - 296; შიდა ქართლში - 222; გურიაში - 122; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 408; კახეთში - 335; მცხეთა-მთიანეთში - 130; სამცხე-ჯავახეთში - 114; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 19. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 070. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 152 704 შემთხვევა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1425-ია. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2336-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 126 904. https://www.radiotavisupleba.ge/a/30983470.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები