ბაიდენი ტრამპს „დანაშაულთან მიახლოებულ“ ქმედებაში სდებს ბრალს ვირუსის სათანადოდ შეუფასებლობის გამო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიულ პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შენელებული რეაქციის  და ვირუსის მნიშვნელობის სათანადოდ შეუფასებლობის გამო აკრიტიკებს და პრეზიდენტის ქმედებას ახასიათებს, როგორც  „დანაშაულთან მიახლოებულს.“ ტრამპის მიმართ კრიტიკა გამოითქვა, რადგან მან ჟურნალისტ ბობი ვუდვორდთან საუბარში განაცხადა, რომ ის შეგნებულად აკნინებდა ვირუსის სასიკვდილო ზემოქმედებას. როცა ამ ინტერვიუს  დეტალები გამოქვეყნდა, სექტემბრის დასაწყისში, ტრამპმა თქვა, რომ ცდილობდა არასაჭირო პანიკა აეცილებინა.   „იცოდა. იცოდა და არაფერი გააკეთა,“ განაცხადა ბაიდენმა 17 სექტემბერს გამოსვლაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა.  „ეს დანააშაულს უახლოვდება“, თქვა ბაიდენმა ამომრჩეველებთან შეხვედრისას, რომელსაც „სი-ენ-ენი“ გადასცემდა. აშშ-ში 6,6 მილიონი ადამიანია ინფიცირებული კოვიდით და დაავადებამ 200 ათასამდე ამერიკელი  შეიწირა. როცა რასის მწვავე თემას ეხებოდაა, ბაიდენი ესწრაფვოდა ელაპარაკა კლასის პრობლემაზე და დაეპირისპირებინა მუშათა კლასის მიერ თავისი აღზრდა ტრამპის აღზრდისათვის. მან ილაპარაკა საგარეო პოლიტიკაზე და  პირობა დადო, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნას უცხოეთში შეამცირებდა. მან განაცხადა, რომ თუ რუსეთი ჩაერევა არჩევნებში, ის „ამის გამო საფასურს გადაიხდის და ეს იქნება ეკონომიკური საფასური“. ბაიდენი თქმით, თუ ის აირჩიეს, ტრამპისგან განსხვავებით, აპირებს ერი გააერთიანოს და არა გაყოს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30846104.html #ახალი_ამბები #twitter