წინასწარ არ ვიძლევით დაპირებას, რომ 22 მაისს შეზღუდვები სრულად მოიხსნება - ტიკარაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143381 ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, წინასწარ არ იძლევიან დაპირებას, რომ 22 მაისს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო არსებული შეზღუდვები სრულად მოიხსნება. ამ თემაზე მან იმედის ეთერში ისაუბრა. "22 მაისამდე ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებთ. ვინაიდან, გვაქვს რამდენიმე დღე დაკვირვებისთვის, ჩვენ წინასწარ არ ვიძლევით არანაირ პირობას იმისას, რომ 22 მაისს სრულად მოიხსნება ყველა შეზღუდვა, თუმცა დაკვირვება გრძელდება და თუ ჩვენ 3-4 დღის განმავლობაში გვექნება სრულიად თავისუფალი დღე ინფიცირებული პაციენტებისგან, მერე გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ საკარანტინო ღონისძიებების სრულ მოხსნაზე." - განაცხდა ტიკარაძემ.