გარემოვაჭრეების აქცია რუსთავში
Tbilisi Daily
რუსთავში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის ქუჩაზე გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებს დავით კირკიტაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის სხვა წევრებიც შეუერთდნენ.
ამ დროისთვის მესხიშვილი ქუჩაზე პოლიციამ აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება შეძლო და ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.