"პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას" - ირაკლი კვარაცხელია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში მყოფმა მძევალმა, სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. ირაკლი კვარაცხელია ის პირია, რომელიც მედიას დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა. 'სამი კაცის გარდა ყველა გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა დამძარცველთანერთად დატოვებენ შენობასრამდენიმეწუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ,“ - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კვარაცხელია, რომელიც დღის განმავლობაში მედიასთან კონტაქტზე რამდენჯერმე გამოვიდა.