Bloomberg-ი: SpaceX-ის დამაარსებელი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კომპანია SpaceX-ის დამაარსებლის, ილონ მასკის ქონება 188,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ის, Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა. სააგენტო აღნიშნავს, რომ მასკმა 1,5-ით გაუსწრო Amazon-ის დამაარსებელს, ჯეფ ბეზოსს.
„რა უცნაურია“ – ასეთი კომენტარით გამოეხმაურა მასტკი ტვიტერით ცნობას თავისი ქონების შესახებ.
ქონების გაზრდა მასკმა მოახერხა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია Tesla-ს აქციები საფონდო ბირჟებზე 5%-ზე მეტით გაიზარდა.
2020 წლის დამდეგს მასკის შემოსავალი 27 მილიარდ დოლარად ფასდებოდა. მაგრამ გასული წლის განმავლობაში Tesla-ს აქციები 743%-ით გაიზარდა სტაბილური შემოსავლის წყალობით. მასკს კომპანიის 20% ეკუთვნის. ტესლას კაპიტალიზაცია 750 მილიარდ დოლარზე მეტია. 2020 წელს კომპანიამ ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი გამოუშვა და მათგან 499,5 მილიონი გაყიდა.
საბირჟო ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს გადაჭარბებულად ძვირად მიიჩნევენ, მათ შორის, კომპანიის მომავლის გაურკვევლობის გამო და ელექტრომანქანების მწარმოებელთა შორის მოსალოდნელი კონკურენციის გათვალისწინებით.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31038779.html
#ახალი_ამბები
#twitter