რა მოლოდინი აქვთ ექიმებს
Tbilisi Daily
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა მატება მხოლოდ ჩაკეტილი კლასტერებიდანაა, რაც ძალიან კარგია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„თვითიზოლაციამ ძალან კარგი საქმე გააკეთა არა მარტო კოვიდ-19-ის, არამედ სხვა ინფეციის კუთხითაც, ეს 2-თვიანი პერიოდი სერიოზული ტესტია, თუმცა ფაქტია, რომ კოვის-19-ისთვის პირველი ზაფხულია და არ ვიცით მოვლენები როგორ განვითარდება, ძნელია სტატისტიკა გააკეთო“, - აღნიშნა სოლოღაშვილმა.
შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ჩვენ მაქსიმალურად სიფრთხილე და ინდივიდუალურად ყველა იმ მოწოდების დაცვა უნდა გავაგრძელოთ, რაც აქამდე გვქონდა მიღებული დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
როგორც მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, შემოდგომაზე კორონავირუსის ახალ ტალღისთვის მთელი მსოფლიო ემზადება.
„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვინაიდან მატება გვაქვს ძირითადად ჩაკეტილი ცნობილი კლასტერიდან, ფაქტია, რომ უცხო ახალი კლასტერი არ გამოჩენილა. დიდი იმედი გვაქვს, რომ არც გაჩნდება. რა შეეხება შემოდგომაზე ახალ ტალღას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველა კლინიკისა და ზოგადად ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასების საფუძველზე გაცილებით უფრო ზუსტად აცხადებს. ზოგადად მსოფლიო ემზადება ახალი ტალღისთვის. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მაქსიმალურად სიფრთხილე და ინდივიდუალურად ყველა იმ მოწოდების დაცვა უნდა გავაგრძელოთ, რაც აქამდე გვქონდა მიღებული დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. იზოლაცია სეზონურ გრიპებზეც აისახა და იზოლაცია აისახა სხვა ინფექციურ დაავადებებზეც. იზოლაციამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა არა მარტო კორონავირუსის, არამედ სხვა ვირუსული ინფექციების კუთხითაც. რა თქმა უნდა, ორთვიანი პერიოდი სერიოზული ტესტია და მოგვცემს გარკვეული მოლოდინების ჩამოყალიბების საშუალებას, თუნდაც ფაქტია, რომ კორონავირუსისთვის პირველი ზაფხულია და არ ვიცით, როგორ განვითარდება. ცოტა ძნელია სტატისტიკა გააკეთო სჯობს, დავეყრდნოთ ყველა კლინიკის ქვეყნის ერთიანი შეფასებით მიღებულ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებებს“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.