ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს კოვიდ-19 დაუდასტურდა
Batumi Daily
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს, გია კიკაბიძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა. გია კიკაბიძეს ვირუსი გეგმიური შემოწმების დროს გამოუვლინდა.
ჯერ-ჯერობით, მას სიმპტომები არ აღენიშნება და შესაბამისად - ჯანმრთელობის მხრივ გართულებები არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 84 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 319 პაციენტი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში