ყველაზე ცხელი წერტილია აჭარა, ათი შემთხვევის ინფიცირების წყარო დაუდგენელია - გამყრელიძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოშიყველაზე ცხელ წერტილად აჭარა რჩება. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბათუმში ათი შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია. „მოგეხსენებათ, ყველაზე ცხელ წერტილად რჩება აჭარა, სადაც ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს, 100 000 მოსახლეზე 47.8. იქ 25 ახალი შემთხვევიდან შვიდი არის ხოფის კლასტერი, ორი თანამშრომელი და ხუთი ოჯახის წევრი, ასევე სამი იუსტიციის სახლის შემთხვევა გვაქვს თავისი ოჯახის წევრებით, ერთი სამშობიარო სახლის ექთანი, ერთი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ორი „ორბის“ თანამშრომელი, ერთი სასაზღვრო პოლიციის, ერთი კლინიკა „ბრადერსის“ სანიტარი“. სამწუხაროდ 10 გვაქვს ჯერ-ჯერობითდაუდგენელი უცნობი წყარო.გურიის რეგიონში რვა ინფიცირებული გვყავს და ყველა უკავშირდება ბათუმში ქორწილის კლასტერს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. დღეს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,ა ქედან 25 აჭარაშია.