ბრაზილიაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 125 ათასს გადააჭარბა
Tbilisi Daily
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბრაზილიაში კორონავირუსის 40 566 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 855 ადამიანი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 086 716 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 125 584 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.