ბულგარეთმა უკრაინელი ლტოლვილების განსახლების სახელმწიფო პროგრამა შეაჩერა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბულგარეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვერ მისცემს საკუთარ თავს უფლებას, რომ 31 მაისიდან ტურისტული სეზონის დაწყების გამო ზღვისპირა საკურორტო რეგიონში მდებარე სასტუმროებში დატოვოს უკრაინიდან დევნილები. ამის ნაცვლად მათ შესთავაზეს ქვეყნის სიღრმეში გადაყვანა. მაგრამ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უკრაინელი დევნილების გასახლებას ითვალისწინებდა, შეჩერდა მას შემდეგ, რაც უკრაინელთა უმრავლესობამ არ ისურვა ბულგარეთის სიღრმეში გადასვლა. რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით ამის შესახებ ორშაბათს ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, კალინა კონსტანტინოვამ განაცხადა.
"დაცვა - ეს არის უფლება და არა მოვალეობა, ამიტომ მე აღარ მივცემ უფლებას, რომ ცარიელმა იმოძრაონ თუნდაც ერთი ავტობუსმა და მანქანამ, რომლებიც ორგანიზებული და დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. მოვლენათა განვითარება ამ მომენტიდან ბულგარეთში უკრაინის დიასპორის ხელშია", - განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.
კერძოდ, უკრაინელმა დევნილებმა უარი თქვეს დაეტოვებინათ ზღვისპირა ქალაქები ვარნა, ბურგასი და სოზოპოლი, რის მიზეზადაც დაასახელეს ის, რომ არ იციან, თუ სად გადაიყვანენ და განასახლებენ მათ ბულგარეთის ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით.
პორტალ Euractiv-ის თანახმად, ბურგასიდან და ვარნიდან ქვეყნის რეგიონის სიღრმეში გადაცლაზე თანხმობა მხოლოდ 62-მა დევნილმა განაცხადა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ ბულგარეთში დაახლოებით 300 ათასი უკრაინელი დევნილი ჩავიდა. მათგან დაახლოებით 100000-მა მიიღო სახელმწიფოსგან დროებითი დახმარება და თავშესაფარი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31876565.html
Source: radiotavisupleba.ge