სვანეთში დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა.

Zugdidi Daily

10 აგვისტოს მესტიის მუნიციპალიტეტში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დღეიდან მესტიის ყველა სოფელში, გარდა დაბა მესტისაა და ლენჯერისა მოიხსნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის და საკოორდინაციო საბჭოს წევრის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ლენჯერსა და მესტიაში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ შესაბამისი გადაწყვეტილებას. მესტიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 10 აგვისტოს დადასტურდა. ამ დროს ლენჯერში კორონავირუსის 17 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის გამო მთავრობამ, იმავე დღეს, მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. 16 აგვისტოს მონაცემებით მესტიაში 3367 ნიმუში გამოკვლიეს. ამას დამატებული 1009 მდე ნიმუში, ეს იმ პირთა, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიაში და ლაბორატორიებს თავად მიმართეს.მესტიაში ჯამში 47 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. #სვანეთი #მესტია #ლენჯერი #შეზღუდვებისმოხსნა #დადასტურებულიშემთხვევა #კორონავირუსი #გამოკვლეულთარაოდენობა #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com