აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კორონავირუსს „ტრამპის ვირუსი“ უწოდა
Tbilisi Daily
შშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ კორონავირუსს „ტრამპის ვირუსი“ უწოდა. ამის შესახებ foxnews წერს.
„21 ივლისს, ტრამპმა აღიარა საკუთარი შეცდომები, როდესაც ბრიფინგზე პირბადე გაიკეთა და ამერიკელებს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა. მას რომ ეს ადრე გაეკეთებინა, თანამოქალაქეები მის მაგალითს მიბაძავდნენ და ათასობით ადამიანი გადარჩებოდა. კორონავირუსი ტრამპის ვირუსია“, - აღნიშნა პელოსიმ.
აშშ-ში სულ კოვიდ 19-ის 4 028 569 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში 114 953 ადამიანი იმსხვერპლა, 1 886 583 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
21 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პირობებში პირბადის ტარებას პატრიოტული ჟესტი უწოდა.