საკონსტიტუციო სასამართლოსთან პრეზიდენტს ლობიო მიუტანეს

Batumi Daily

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს. დღეს ვასილ როინიშვილის ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. მსვლელობისას სასამართლოს შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრებიც გამოჩნდნენ. ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ და პროტესტის ნიშნად აქციაზე ლობიოთი მივიდნენ. “მან არ იცის ქართული ღირებულებები და მისთვის უცხოა ქართველი ადამიანის დაფასება. ყოველ წუთს ის ცდილობს, გადააბიჯოს ქართველ კაცს და შეურაცხყოფა მიაყენოს საქართველოს” - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ. ##პრეზიდენტი ##სალომეზურაბიშვილი ##სასამართლო ##batumidaily