16 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 16 მილიონს გადააჭარბა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 5.6 მილიონს აჭარბებს.
დაავადებულთა რაოდენობით პირველ სამეულში აშშ ლიდერობს 4,3 მილიონი დაინფიცირებულით, მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 2.3 ადამიანი კოვიდ-19-ითაა დაავადებული, მესამე ადგილზეა ინდოეთი 1.3 მილიონი ინფიცირებულით.