ფაშინანი -აზერბაიჯანთან მიღწეულია შეთანხმება ტყვეების გაცვლის შესახებ პრინციპით - "ყველა ყველაზე"
Tbilisi Daily
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან მიღწეულია შეთანხმება ტყვეების გაცვლის შესახებ პრინციპით - „ყველა ყველაზე“.
„უმთავრესი ამოცანაა ტყვეების დაბრუნება. მინდა ვთქვა, რომ აქ გარკვეული პროგრესი გვაქვს. არსობრივად შეთანხმებულია ტყვეთა გაცვლის პრინციპი - ყველა ყველაზე“ - განაცხადა ფაშინიანმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს.
მისი თქმით, საუბარია როგორც მათზე, ვინც მთიან ყარაბაღში ბოლო ესკალაციის დროს ჩავარდა ტყვედ, ასევე მანამდე. მისივე თქმით, აუცილებელია ტყვეთა დაბრუნების მექანიზმის შემუშავება, რომელთა შესახებ მონაცემები შესაძლოა მომავალში გაჩნდეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძება. მისი ინფორმაციით, 9 ნოემბრიდან კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანეს 600 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, 500 დაღუპულის ამოცნობა მიმდინარეობს.
„დღეის მდგომარეობით, 135 ცხედარია იდენტიფიცირებული, რომლებიც ახლობლებს გადაეცათ“ - განაცხადა ფაშინიანმა.