უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

Tbilisi Daily

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს, 5 თებერვალს გაიმართება.  ამ ეტაბზე უცნობია, თუ რომელ საათზე დაიწყება სასამართლო სხდომა. 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველებმა ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 17 იანვარს მიიღო. _______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები