656 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

Tbilisi Daily

აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის  15 713. 4 709 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 2 361, აჭარაში - 732. მძიმე პაციენტია 656, მათ შორის, თბილისში - 341, აჭარაში - 109. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 265 პირი - მათ შორის, თბილისში - 153, აჭარაში - 60. 3 066 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 542 - აჭარაში, ხოლო 1 053 - თბილისში. 7 938 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.