აფრიკის მოსახლეობა ბინების დაკანონებას და დაკავებული პირის გათავისუფლებას ითხოვს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აფრიკის დასახლების, კორნელი სანაძის ქუჩის მაცხოვრებლები, რომლებსაც სახლები დაკანონებული არ აქვთ, სამგორის გამგეობასთან აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ბინების დაკანონება და მათთვის გამოსყიდვის შესაძლებლობის მიცემაა.
"როცა ადამიანი იძახის, რომ თავშესაფარში მოვიდეს - რა გული უშვებს, როცა ადამიანს ასე ცინიკურად ეუბნები", - თქვა აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა.
კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ, დაკავებული პირის გათავისუფლებაა. ის გუშინ პოლიციამ უკანონო ნაგებობების დანგრევის პროცესში დააკავეს.
გუშინ დაპირისპირების დროს პოლიცამ სულ 13 პირი დააკავა. მათგან 12 წინააღმდეგობის გაწევისთვის, ერთი კი სისხლის სამართლის კოდექსით. ადმინისტრაციული წესით დაკავებულები პოლიციამ გუშინვე გაათავისუფლა.
აფრიკის დასახლებაში არარეგისტრირებული 12-მდე სახლი თბილისი მერის დავალებით დაანგრიეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლები სოციალურად დაუცველებს ეკუთვნით.
ადგილობრივები ადასტურებენ, რომ სახლების დიდი ნაწილი, რომელიც კორნელი სანაძის ქუჩას ორივე მხარეს მიუყვება, კანონის გვერდის ავლით, სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზეა აშენებული. დასახლებაში, სადაც ატალახებული გზა მიდის ბულდოზერმა, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში იმუშავა. დემონტაჟის პროცესს რამდენიმე ასეული პოლიციელი იცავდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31003357.html
#ახალი_ამბები
#twitter