"აფხაზური ბარათი აფრა რეალურად არის რუსული ბარათი МИР"
Sokhumi Daily
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ბარათი "აფრა", რომელსაც თურქული ბანკები მოემსახურებიან, რეალურად არის რუსულ საგადასახადო ბარათი МИР. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმე გვაქვს რუსეთის მცდელობასთან, რუსული სისტემით დამზადებულ ბარათ აფრა-ს პოპულარიზაციით მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენა.
"სინამდვილეში, ბარათი აფრა სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი МИР, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება აფრა აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი. რეალურად სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ МИР-ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული МИР-ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი" - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე თქმით, ამავე ინფორმაციას ადასტურებენ თურქი პარტნიორები, რომლებთანაც კომუნიკაცია უკვე შედგა.
ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ თურქეთის ორმა უმსხვილესმა ბანკმა ადგილობრივი ეროვნული ბანკის (APRA) "World" ბარათების მომსახურება დაიწყო. საუბარია Is Bank-სა და Ziraat Bank-ზე, რომლებსაც ფილიალები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც აქვთ.
შეგახსენებთ, რომ Is Bank-ის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანკს საქართველოში სულ ორი ფილიალი და ოთხი ბანკომატი აქვს — ბათუმსა და თბილისში. რაც შეეხება Ziraat Bank-ს, ვეგბვერდზე მითითებულია, რომ ბანკი ქუთაისსა და ბათუმში ორ ფილიალს ფლობს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა