ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში ახალი სკოლა შენდება

Zugdidi Daily

სოფელ ხაბუმეში მე-3 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ავარიული შენობის დემონტაჟი და მშენებლობის პერიოდში სასწავლო პროცესი დროებით ალტერნატიულ შენობაში მიმდინარეობს. 2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.ის გათვლილია 60 მოსწავლეზე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკოლის ეზო, მინი მოედანი და ავტოსადგომი. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარს შეადგენს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. წყარო: რადიო ათინათი #სამეგრელო #ჩხოროწყუ #ხაბუმე #სკოლა #zugdididaily