Betterhelp მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

On.ge

Betterhelp - სარეკლამო სააგენტო Betterfly DDB-ის ახალი პროექტია, რომელიც მხოლოდ ერთი მიზნით შეიქმნა – დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს Covid-19-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევაში. Betterhelp იმუშავებს იმისთვის, რომ ბიზნესმა სწორი კომუნიკაციით შეინარჩუნოს მომხმარებელი, დროულად გამოვიდეს არსებული კრიზისიდან და დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. პროცედურა მარტივია: მომხმარებელი შედის ონლაინ პლატფორმაზე — www.betterhelp.ge — ავსებს უფასო კონსულტაციაზე მოთხოვნას, რომელშიც აღწერს ბიზნესს და აღნიშნავს გაყიდვებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილ მთავარ გამოწვევებს. #news https://on.ge/story/55544-betterhelp-%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93