როდის აღადგენს ,,ქარვასლა" მუშაობას?
Kutaisi Daily
“სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” ჩატარდა სადენზიფექციო სამუშაოები ასევე დამატებით განთავსდა თერმოსკრინინგის კამერა. ამგვარად უფრო მეტად უსაფრთხო გარემო შეიქმნა როგორც მომხმარებლებისათვის ასევე სავაჭრო ცენტრში მომუშავე პერსონალისათვის.
სავაჭრო ცენტრი მუშაობას განაახლებს დღეს დილიდან ( 10.10.2020 ) ჩვეულ რეჟიმში.
COVID-19 გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 2020 წლის 9 ოქტომბერი გამოცხადდეს სანიტარულ დღედ რომელიც მოიცავს როგორც სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ასევე დამატებით ტექნიკურ აღჭურვას.” – ნათქვამია “ქარვასლას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #ქუთაისი #kutaisidaily
წყარო - megatv