"ორგანიზმში ანტისხეულები და T-უჯრედები გამოამუშავა"

Tbilisi Daily

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის, COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს, უსაფრ­თხოა და ვირუ­სი­სად­მი ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტეტს აუმ­ჯო­ბე­სებს. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. ვაქ­ცი­ნა­ცია 1077 მო­ხა­ლი­სეს ჩა­უ­ტარ­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­უ­მუ­შავ­დათ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, ასე­ვე T-უჯრე­დე­ბი, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა შე­უძ­ლი­ათ. მეც­ნი­ერ­თა თქმით, აღ­მო­ჩე­ნა და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია, თუმ­ცა ეჭვგა­რე­შე ვერ ამ­ბო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა 100%-ით ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა მისი 100 მი­ლი­ო­ნი დოზა უკვე შე­უკ­ვე­თა. რო­გორ მუ­შა­ობს ვაქ­ცი­ნა? სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში ვაქ­ცი­ნის სა­ხე­ლია ChAdOx1 nCoV-19 და ის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ სწრა­ფად შე­იქ­მნა. ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის­გან შექ­მნეს და მისი ფუნ­ქცი­აა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სი­სად­მი იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, ასე­ვე უკვე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნუ­რად გა­ჯან­სა­ღე­ბა . აღ­ნიშ­ნუ­ლი ეფექ­ტი კი მა­შინ მი­იღ­წე­ვა, თუ ორ­გა­ნიზ­მში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და T-უჯრე­დე­ბი გაჩ­ნდე­ბა. რა არის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და T-უჯრე­დე­ბი? კო­რო­ნა­ვირუ­სის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, თუმ­ცა ეს არ არის საკ­მა­რი­სი და მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის გზა­ზე. ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ცი­ლე­ბია, რომ­ლებ­საც ვირუ­სის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ. რაც შე­ე­ხე­ბა T-უჯრე­დებს, ეს არის სის­ხლის თეთ­რი უჯრე­დე­ბი, რო­მელ­საც T ლიმ­ფო­ცი­ტებ­საც უწო­დე­ბენ და ისი­ნი სპე­ცი­ა­ლიზ­დე­ბი­ან B - უჯრე­დე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე და და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბის და­ხოც­ვა­ზე. მას "მკვლელ T-საც" უწო­დე­ბენ. მე­დი­კოს­თა თქმით, ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტუ­რი მა­შინ იქ­ნე­ბა, თუ ის ხელს შე­უ­წყობს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში რო­გორც ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის, ასე­ვე T-უჯრე­დე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. ოქსფორ­დელ მეც­ნი­ერ­თა თქმით, მათ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ­მა ვაქ­ცი­ნამ ორ­გა­ნიზმს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბიც გა­მო­უ­მუ­შა­ვა და T-უჯრე­დე­ბიც. პრო­ფე­სო­რი, ენ­დრიუ პო­ლარ­დი ვაქ­ცი­ნას "ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­ულს“ უწო­დებს. არის თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხო? რო­გორც BBC წერს, ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა, მაგ­რამ აქვს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი არ არის სა­ხი­ფა­თო. მეც­ნი­ერ­თა გან­მარ­ტე­ბით, მო­ხა­ლი­სე­თა 70%-ს, რომ­ლებ­მაც ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ი­ტა­რეს, გა­ნუ­ვი­თარ­დათ ან სი­ცხე, ან თა­ვის ტკი­ვი­ლი. მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­თან გამ­კლა­ვე­ბა პა­რა­ცე­ტა­მო­ლი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. "ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რია სა­მუ­შაო, სა­ნამ და­ზუს­ტე­ბით და­ვა­დას­ტუ­რებთ, რომ ჩვე­ნი ვაქ­ცი­ნა COVID-19-ის პან­დე­მი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად ეფექ­ტუ­რია, მაგ­რამ ეს ად­რე­უ­ლი შე­დე­გი არის და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი“, - ამ­ბობს ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, სარა გილ­ბერ­ტი. რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი? ვაქ­ცი­ნა იმე­დის­მომ­ცე­მია, მაგ­რამ სა­ნამ მეც­ნი­ე­რებს დარ­წმუ­ნე­ბით არ ეცო­დი­ნე­ბათ, რომ ის ეფექ­ტუ­რია, ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე ვერ მი­აღ­წევს. მარ­თა­ლია, ვაქ­ცი­ნამ ორ­გა­ნიზ­მში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი წარ­მოქ­მნა, მაგ­რამ ჯერ უც­ნო­ბია, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბით ან­ტის­ხე­უ­ლე­ბია სა­ჭი­რო ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა კვლე­ვა იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბაა სა­ჭი­რო ვირუ­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად, ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. მეც­ნი­ე­რებს უკვე აქვთ და­გეგმლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. რო­დის გვექ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა თუ ის იმე­დი გა­მარ­თლდე­ბა, რო­მე­ლიც ახლა არ­სე­ბობს, წლის ბო­ლომ­დე ვაქ­ცი­ნა ადა­მი­ან­თა ფარ­თო ჯგუ­ფე­ბის­თვის უნდა იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ვაქ­ცი­ნა­ცია მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ მყო­ფებს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ არის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შექ­მნი­ლი ერ­თა­დერ­თი ვაქ­ცი­ნა. მის შე­საქ­მენ­ლად სხვა­დას­ხვა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბენ. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა უკვე და­ი­წყო მო­ხა­ლი­სე­თა ვაქ­ცი­ნა­ცია და ახლა შე­დე­გებს ელო­დე­ბი­ან (გა­ე­ცა­ნით ვრცლად: ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია COVID-19-ის ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ - ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ჩა­ტა­რე­ბულ მო­ხა­ლი­სე­ებს, ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­დათ) კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას მსოფ­ლიო 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, COVID-19 ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში გაჩ­ნდა და მალე მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო. ამ დრომ­დე, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 14,8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 613,550 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 8,9 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით კი მსოფ­ლი­ოს 10 ქვე­ყა­ნა ასე­თია: აშშ, ბრა­ზი­ლია, ინ­დო­ე­თი, რუ­სე­თი, სამ­ხრეთ აფ­რი­კა, პერუ, მექ­სი­კა, ჩილე, ესპნა­ე­თი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი.